ა(ა)იპ ქედის ბაგა-ბაღების გაერთიანების მისია, ხედვა და ღირებულებები
მისია:
ა(ა)იპ ქედის ბაგა-ბაღების გაერთიანების მისიაა ბავშვთა სკოლამდელი განვითარებისთვის ხელშემწყობი და მეგობრული გარემოს შექმნა,
ბავშვების უნიკალური შესაძლებლობების და საჭიროებების გამოვლენა, ბავშვის კეთილდღეობაზე, ჰარმონიულ და მრავალმხრივ განვითარბაზე ზრუნვა.
ხედვა:
სკოლამდელი განათლების სფეროში თანამედროვე მიდგომების გამოყენებით საუკეთესო პრაქტიკის ინიცირება.
სკოლამდელი განათლების სფეროში ცოდნის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება და ღირებულებებზე დაფუძნებული სკოლამდელი განათლების სისტემის შექმნა .
სკოლამდელი აღზრდის საყოველთაობა, ინდივიდუალური მიდგომა, ზრუნვა როგორც ბავშვების, ასევე დაწესებულების თანამშრომელთა ფიზიკურ კეთილდღეობაზე;
მშობლების და ბაღის პერსონალის თანამშრომლობა.
აღმზრდელ-პედაგოგის დამოუკიდებლობა, აღმზრდელ-პედაგოგის დამოუკიდებლობისათვის შესაბამისი ხელშეწყობა.
ბავშვზე ორიენტირებული სწავლების პრაქტიკის დანერგვა - სკოლამდელ დაწესებულებებში სწავლების ისეთი მიდგონების დანერგვ,ა რომელიც იძლევა საშუალებას ბავშვმა თამაშით აღმოაჩინოს და შეიცნოს გარემო.
სკოლამდელი აღზრდის პროცესში ადრეულ ასაკში სწავლების და განვითარების სტანდარტების გათვალისწინება, ბავშვის მიღწევების შეფასება,
ბავშვის ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენა და ამ მიზნით შესაბამისი სასწავლო სააღმზრდელო და სპეციალური მეთოდების გამოყენება.
თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დაგეგმვა, განხორციელება- ბავშვის ჰოლისტურ განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო სააღმზრდელო პროცესის წარმართვა,
ეფექტური და მოქნილი კურიკულუმის განხორციელება.
საბავშვო ბაღებში ხარისხიანი ინკლუზიური განათლებით უზრუნველყოფა- თითოეული ბავშვის თანაბარი ჩართულობის უზრუნველყოფა განურჩევლად მისი შესაძლებლობისა საჭიროებებისა;
აღმზრდელ პედაგოგების პროფესიული განვითარება- ზრუნვა და ხელშეწყობა აღმზრდელ პედაგოგების პროფესიული უნარების განვითარებაზე.
ღირებულებები:
• თანასწორუფლებიანობა - სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში თანასწორი და სამართლიანი გარემოს შექმნა სადაც ყველა თანამშრომელს შეეძლება საკუთარი თავის,
შესაძლებლობების, უფლებებისა და მოვალეობების რეალიზება. პატივისცემით მოპყრობა და ადამიანის ღირსების დაცვა; სამართლიანობა;
ხელშეწყობა სრული პოტენციალის გამოვლენაში.
• გუნდურობა - დაწესებულების თანამშრომელთა შეთანხმებული მუშობა, სხვისი აზრების იდეების მოსმენა და გაზიარება, ნდობა, მხარდაჭერა, როლებისა და ფუნქციების გადანაწილება.
• გამჭვირვალობა - ორგანიზაციის მუშაობა ღიად, მოლოდინების შესაბამისად და გასაგებად, თანამშრომელთა პროცესში მონაწილეობის და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობა,
მშობელთა ჩართულობა და ინფორმირება მიმდინარე პროცესებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
• თანამშრომლობა - მჭიდრო თანამშრომლობა სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციასთან, ინფორმაციის გაცვლა და პასუხისმგებლობის გაზიარება,
როგორც სპეციალისტების ისე უწყებების დონეზე, მშობლების და ბაღის პერსონალის თანამშრომლობა.
• ბავშვის უფლებებისა და ინტერესების დაცვა - „ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, შესაბამისად. ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზება; ბავშვის საუკეთესო ინტერესების, ინდივიდუალურობის,
შესაძლებლობების და განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინება. თითოეული ბავშვის მიმართ პატივისცემის გამოხატვა და თანაბარი შესაძლებლობების შექმნა.
• უწყვეტი განვითარებისკენ სწრაფვა - მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება ხარისხიანი საგანმანათლებლო პროცესის მიღწევისა და შენარჩუნების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. შესაბამისად, პროფესიული განვითარების მოთხოვნა ასახულია სკოლამდელი განათლების აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიულ სტანდარტებში.
შესაბამისად საგანმანთლებლო პერსონალისათვის სხვადასხვა ტრენინგების, კურსების, საგანმანათლებლო პროგრამების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა